4.7 hours

კულტურული ფასეულობების დაცვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს

4.7 hour module

ამ მოდულის შესახებ

კურსის მიზანია დაეხმაროს სამხედრო მეთაურებს და მათ, ვინც სამხედროებთან მუშაობით არის დაინტერესებული, გაიგონ, რატომ არის კულტურული ფასეულობები მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება მათი დაცვა სამხედრო ოპერაციების დროს. კურსი განიხილავს, როგორ და რატომ შეიძლება კულტურული ფასეულობების დაზიანება ან განადგურება, ასევე პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმითაც ასეთი ზიანი თავიდან იქნება აცილებული სამხედრო ეფექტიანობის შეულახავად. ის ასევე განმარტავს, რატომ არის კულტურული ფასეულობების დაცვა სამხედროების მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. თითოეული სექციის სცენარები მოთხოვნისამებრ ხელმისაწვდომია, თუ მასალის სხვა ფორმით გაცნობა გსურთ.

მოდულის ლექტორები

სექცია 1 - შესავალი კულტურული ფასეულობების დაცვაში

7 min

ამ პირველ სექციაში დოქტორები Cunliffe და Sheldrick წარმოგიდგენენ თავს და განმარტავენ, როგორ არის აგებული ეს მოდული.

Introduction to CPP Video 4 წუთი
+ დასრულებულია 0 / 3

სექცია 2 - კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული ფასეულობების გაგება

14 min

ამ სექციაში ვუპასუხებთ კითხვებს: რა არის კულტურული ფასეულობა? რით განსხვავდება ის კულტურული მემკვიდრეობისგან? და რატომ არის ორივე ეს ცნება ასე მნიშვნელოვანი? სექციის დასასრულს უფრო ღრმად გაიგებთ კულტურულ მემკვიდრეობასა და კულტურულ ფასეულობებს და შეძლებთ მათ ამოცნობასა და აღწერას.

Section 2 Video 10 წუთი
+ დასრულებულია 0 / 5

სექცია 3 - რატომ არის კულტურული ფასეულობების დაცვა (CPP) მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციებში?

27 min

მე-3 სექცია განიხილავს იმ ეთიკურ, სამართლებრივ და სამხედრო მიზეზებს, რის გამოც კულტურული ფასეულობების დაცვა მნიშვნელოვანია სამხედრო პრაქტიკაში.

Section 3 Video 13 წუთი
Section 3 Assessment 11 კითხვა
+ დასრულებულია 0 / 5

სექცია 4 - როგორ ზიანდება კულტურული ფასეულობები კონფლიქტის დროს?

46 min

კულტურული ფასეულობების დასაცავად უნდა გავიგოთ, როგორ და რატომ ზიანდება ისინი კონფლიქტის დროს.

Section 4 Video 26 წუთი
Section 4 Assessment 9 კითხვა
Optional Case Study 7 წუთი
+ დასრულებულია 0 / 6

სექცია 5 - კულტურული ფასეულობების დაცვა (CPP): სამართლებრივი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები

41 min

ამ სექციაში განვიხილავთ სამხედრო ძალების სამართლებრივ ვალდებულებებს, დაიცვან და პატივი სცენ კულტურულ მემკვიდრეობასა და კულტურულ ფასეულობებს.

Section 5 Video 23 წუთი
Section 5 Assessment 14 კითხვა
+ დასრულებულია 0 / 5

სექცია 6 - კულტურული ფასეულობების დაცვა (CPP) თქვენს მისიაში: ოთხდონიანი მიდგომა

36 min

განვიხილეთ, რატომ არის კულტურული ფასეულობების დაცვა მნიშვნელოვანი, რა რისკების წინაშე დგას ის და რა სამართლებრივი ვალდებულებები გაქვთ. ახლა ყოველივე ამას ერთმანეთს დავაკავშირებთ და განვიხილავთ, რა უნდა გაკეთდეს, 4-დონიანი მიდგომის სახელით ცნობილი ჩარჩოს გამოყენებით. ეს სექცია დაგეხმარებათ გაიგოთ კულტურული ფასეულობების დაცვის იმ საქმიანობათა სპექტრი, რომელიც სამხედრო პრაქტიკასა და ოპერაციებში შეიძლება განხორციელდეს.

Section 6 Video 26 წუთი
Section 6 Assessment 8 კითხვა
+ დასრულებულია 0 / 4

სექცია 7 - კულტურული ფასეულობების დაცვა (CPP) თქვენს მისიაში: CPP სამხედრო გადაწყვეტილების მიღებაში

30 min

ამ სექციაში განვიხილავთ კულტურული ფასეულობების დაცვას ოპერაციული დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის პერსპექტივიდან, განსაკუთრებული აქცენტით სამიზნეების განსაზღვრის პროცესზე.

Section 7 Video 20 წუთი
Section 7 Assessment 7 კითხვა
+ დასრულებულია 0 / 5

სექცია 8 - კულტურული ფასეულობების დაცვა (CPP) თქვენს მისიაში: ყოვლისმომცველი მიდგომა

41 min

ამ სექციის მიზანია, დაეხმაროს სამხედრო მეთაურებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რომ ოპერაციული დაგეგმვის ფარგლებში ოთხდონიანი მიდგომის გამოყენებით განიხილონ კულტურულ ფასეულობებზე არსებული საფრთხეები და უპასუხონ მათ

Section 8 Video 19 წუთი
+ დასრულებულია 0 / 5

სექცია 9 - კულტურული ობიექტების ძარცვა და უკანონო ტრეფიკინგი

28 min

ბოლო მთავარი თემა, რომელსაც განვიხილავთ, არის ძარცვა და უკანონო ტრეფიკინგი. რადგან მათ საკუთარი სამართლებრივი ნორმები აქვთ და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად საკუთარი ქმედებებია შესაძლებელი, ძარცვასა და ტრეფიკინგს აქ ცალ-ცალკე განვიხილავთ. მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ, რომ წინა სექციებში წამოჭრილი მრავალი საკითხი აქაც თანაბრად გამოიყენება.

Section 9 Video 20 წუთი
Section 9 Assessment 6 კითხვა
+ დასრულებულია 0 / 4

სექცია 10 - ზოგიერთი დასკვნითი ფიქრი

11 min

კურსის მიმოხილვა, CPP საქმიანობის კოორდინაცია და ძირითადი ინსტიტუტები, რომლებსაც დახმარების გაწევა შეუძლიათ

Section 10 Video 9 წუთი
+ დასრულებულია 0 / 3